მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაიონებში მცირე კვების ობიექტების მონიტორიგი გართულდება"

5eca12006ce54
ანუკა ჯოხაძე
24.05.20 10:17
925
“რაიონებში მცირე კვების ობიექტების მონიტორიგი გართულდება”-ამის შესახებ M GROUP-ის საოპერაციო დირექტორმა გიორგი მურჯიკნელმა BM.GE-თან განაცხადა. როგორც ის ამბობს, ახალი რეკომენდაციების დაცვა სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, აულებელია ამ კუთხით აქტიურ რეჟიმში მოხდეს კვების ობიექტების მონიტორინგი, რათა რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

“გასაგებია რომ საწყის ეტაპზე გართულდება მონიტორინგი, იმიტომ რომ კაფეებსა და ბარებში ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით ცოდნის და გამოცდილების ნაკლებობაა. გასაგებია ისიც, რომ ბევრ ბიზნესში, რომელსაც რაიონების მასშტაბით მცირე ობიექტები აქვთ, მონიტორინგი გართულდება, რაც თავისთავად რისკის შემცველია დიდი კომპანიაებისთვის… ყველაზე დიდი გამოწვევა ნებისმიერ შემთხვევაში რესტორნებისთვის არის დისტანცირება და ჰიგიენის წესების დაცვა, ამ პროტოკოლით, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული არ იქნება...გარკვეულ შეღავათებზე წამოვიდა სახელმწიფო...გასაგებია ბევრ ობიექტს არ აქვს ფუფუნება, ვინაიდან თბილისი ვიწრო ქუჩებიანი ქალაქია, მაგალითად შარდენი, რომელიც ფრანგულ სტილში სიახლოვეში ჰქონდათ გაშლილი და აქედან ზრდიდნენ საკუთარ შემოსავალს, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ასე ერთი ხელი მოსმით ყველაფრის ძველ რელსებზე დაბრუნება ფიზიკურად შეუძლებელია”-აცხადებს “ემ გრუპის” საოპერაციო დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები