მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია „ენგურჰესის“ გენერაციის შემცირება? - „ენგურჰესის“ პასუხი

ენგურჰესი ჰესი ენერგეტიკა

„ენგურჰესის“ გენერაციის შემცირების მიზეზი ნაკლებწყლიანობაა - ამის შესახებ Bm.ge-ს „ენგურჰესში“ უთხრეს.

საქმე ის არის, რომ 2023 წლის ექვს თვეში ენგურჰესის გენერაცია 12%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში ჰესმა ჯამში 1.4 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგია გამოიმუშავა.

ჯამში 2023 წლის ექვს თვეში გენერაციის ობიექტების გამომუშავება ასე გადანაწილდა:

70%  - ჰიდროგენერაცია;

22%  - თბოგენერაცია,

8% - იმპორტი.

ერთ პროცენტზე მცირეა ქარის სადგურის წილი მთლიან გამომუშავებაში. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჰიდროგენერაციის წილი 3%-ით, ხოლო თბოგენერაცია 2%-ით არის გაზრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები