მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ადამიანს აქვს მილიონიანი და მილიარდიანი კრიპტო პორტფელი?

კრიპტო

მსოფლიოს მასშტაბით ციფრულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ბიტკოინს, ეთერიუმს და სხვა სახის კრიპტოაქტივებს ფლობენ. Henley & Partners-ის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში 425 მილიონი მოქალაქე ფლობს მინიმუმ ერთი სახის კრიპტოაქტივს.

ინდუსტრიის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ამერიკელ და ევროპელ ახალგაზრდებში, მაგალითად, Gen Z-ის თითქმის ნახევარს ერთი კრიპტოვალუტა მაინც აქვს.

რაც შეეხებათ მდიდარ ინვესტორებს, მსოფლიოს მასშტაბით 88,000 მოქალაქე მინიმუმ 1 მილიონ დოლარზე უფრო ძვირად შეფასებულ კრიპტო პორტფელს ფლობს. მათგან 182 ინვესტორს $100 მილიონზე უფრო ძვირად შეფასებული პორტფელი აქვს.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში რამდენიმე კრიპტო მილიარდერიცაა, უფრო კონკრეტულად ასეთი პორტფელი მინიმუმ 22 ადამიანს აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მილიარდერების უმეტესობა ანონიმურია და ზუსტად იმის მტკიცებაც რთულია, მსოფლიოში მხოლოდ 22 ადამიანს აქვს თუ არა მილიარდიანი პორტფელი. ამ შემთხვევაში საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ ციფრული საფულეების მფლობელების ვინაობა უცნობია, ამიტომაც, შესაძლოა, ერთი ადამიანი უამრავ საფულეს ფლობდეს და მისი ქონების შეფასებაც გაცილებით უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ეს ანალიტიკურ ანგარიშში ჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები