მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეფექტიანი მართვის პოტენციალი? - გამყრელიძის პოზიცია

645e4e82c7f91
ნანუკა ნარიმანიძე
13.05.23 11:29
740
რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენების და მისი ეფექტიანი მართვის პოტენციალი რამდენად აქვს დღეს სახელმწიფოს, იმ ფონზე, როცა წლებია ვაკვირდებით თუ რა ვითარებაა ონკოლოგიური საავადმყოფოს ირგვლივ? - ამ კითხვით მიმართა NCDC-ის ყოფილ ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს გადაცემა "ანალიტიკას" წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა.

გამყრელიძე კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ქვვეყანას სჭირდებოდა და სჭირდება რამდენიმე დიდი საუნივერსიტეტო მრავალპროფილიანი, მაღალი ხარისხის ჰოსპიტალი.

„2001 წელს დამტკიცდა მასტერპლანი ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების. რომლითაც გათვლილი იყო, რომ 2010 წლამდე 300 ჰოსპიტლიდან უნდა ჩამოსულიყო 105-მდე და შემდეგ 10 წელში დაახლოებით 60-მდე, მაგრამ ესენი არ უნდა ყოფილიყო 10-15-საწოლზე გათვლილი, არამედ დიდი ჰოსპიტლები, მეორე და მესამე დონის სამედიცინო დახმარების - არანაკლებ 100, 150 საწოლზე გათვლილი.

ასევე საქართველოს სჭირდებოდა რამდენიმე დიდი საუნივერსიტეტო, მრავალპროფილიანი მაღალი დონის ჰოსპიტალი, სწორედ ამიტომ აშენდა თავის დროზე სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდზე რესპუბლიკური საავადმყოფო. რომელიც იყო მრავალპროფილიანი’, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება სახელმწიფო, როგორც მენეჯერი, გამყრელიძემ უპასუხა:„ყველა საუნივერსიტეტო მაღალი დონის ჰოსპიტლები არის სახელმწიფო“.

რაც შეეხება იმას, რაც წლებია ონკოლოგიური საავადმყოფოს ირგვლივ ხდება, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ „ონკოლოგიური საავადმყოფოს ცალკე არსებობა სულ არ არის აუცილებელი. ეს იყო საბჭოთა სისტემა, როდესაც არსებობდა ცალკე ონკოლოგიური ცენტრები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ონკოლოგია მრავალპროფილიანი დიდი საავადმყოფოების ნაწილია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები