როგორც უძრავი ქონების სააგენტოს მიმოხილვაშია აღნიშნული, ბათუმში ახალი საცხოვრებელი სახლების გაყიდვის 35%-იანი ზრდა დიდი მასშტაბის მქონე დეველოპერული პროექტების განხორციელებით იყო გამოწვეული.
„დღესდღეობით, თბილისში 374 საცხოვრებელი პროექტი არის მშენებარე, რაც თბილისის საცხოვრებელი ქონების მიწოდებას 2.6 მლნ კვ.მ-ით და 38 000 ბინით გაზრდის. ბათუმში პრემიუმ კატეგორიის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი თბილისთან შედარებით მაღალია”, - ნათქვამია მიმოხილვაში.
მაგალითად: 2019 წელს ბათუმში 1 კვ.მ-ის ფასი 1,668 დოლარი იყო, თბილისში კი - 1,547 დოლარი.