საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პარაპლანით ფრენის ახალი წესები და უსაფრთხოების სტანდარტები. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, რამდენიმე დღეში გამოიცემა შესაბამისი აქტი, რის შემდეგაც ერთი თვის ვადაში ამოქმედდება ახალი წესები, რომლის მიხედვითაც მსურველებისთვის შესაძლებელი იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის აღება.რა დრო დასჭირდება ახალ რეგლამენტზე მორგებას და რას შეცვლის ამ მხრივ ახალი წესები სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულებისთვის და ტურისტულ ატრაქციად შემთავაზებელთათვის?
სტუმარი: ირაკლი კაპანაძე - საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე;