მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მზად დახვდა "ბენე ჯგუფი" საქართველოში გაზრდილ ტვირთბრუნვას?

6344214cb2f62
BM.GE
10.10.22 18:10
1282
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტი 36.4%-ით, ხოლო იმპორტი 34.8%-ით გაიზარდა. ასეთ ვითარებაში ლოგისტიკურ კომპანიებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წარმართვაში.

საქართველოში, დარგის ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია „ბენე ჯგუფი“ გახლავთ, რომელიც აქტიური მხარდამჭერია ბიზნეს სექტორის. მიმდინარე ლოგისტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გავესაუბრეთ „ბენე ჯგუფის“ თანადამფუძნებელსა და გენერალურ მენეჯერს ბენე ბასილიას:

რამდენად მზად დახვდით გაზრდილ ტვირთბრუნვას?

მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობებსა და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მუდმივად მზად ვართ ბიზნეს სექტორს შევთავაზოთ ყველაზე სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო ლოგისტიკური სერვისი. მიმდინარე წლის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ურთიერთობები, სრული დატვირთვით მიმდინარეობს ტვირთების გადაზიდვების პროცესი. დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება, მომხმარებლის ინტერესები და მოქნილი მიწოდების ჯაჭვის პრინციპი ჩვენთვის პრიორიტეტულია. მოხარულები ვართ, რომ ქართულ ბიზნეს სექტორს ვეხმარებით დასახული მიზნების განხორციელებასა და განვითარებაში. ნებისმიერი სახის გამოწვევისას, აქტიური ჩართულობა სამუშაო პროცესში პროფესიული ზრდის წინაპირობაა. ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი დაკისრებულ მოვალეობას ერთგულად და პასუხისმგებლობით ეკიდება, ამიტომაც არ გვაშინებს სირთულეები და გაზრდილ ტვირთბურვას წარმატებით ვუმკლავდებით.

ამჟამად, რომელი პროდუქტების ტრანსპორტირება არის ყველაზე მოთხოვნადი ბაზარზე, ძირითადად რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს აქტიური სავაჭრო მიმოსვლა და რა ინტერვალით?

თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალ წლამდე რამდენიმე თვე რჩება, საახალწლო პროდუქტებზე სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან გააქტიურდა. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ჩინეთია. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ საახალწლო პროდუქციას. ჩინეთიდან სხვადასხვა პროდუქციის ტრანსპორტირებას მთელი წლის განმავლობაში ვანხორციელებთ. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელებს ალტერნატიულ სატვირთო საშუალებებს ტვირთის სპეციფიკისა და მიწოდების ვადების გათვალისწინებით. ტვირთის სადაზღვევო ასპექტში ჩვენი პარტნიორი კომპანიაა „ალდაგი“. შესაბამისად, სრულად ვითვალისწინებთ თითოეული კლიენტისა და ბიზნეს სექტორის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და ჩვენს თავზე ვიღებს ნებისმიერი სახის ლოგისტიკურ ამოცანებს.

რა არის თქვენი პროგნოზი ტვირთბრუნვასთან დაკაშირებით, კიდევ გაიზრდება თუ აღნიშნული ტემპი შენარჩუნდება?

საქართველოში ტვირთბრუნვის ზრდა გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამჟამად, ჩვენი ქვეყნა არის შუა დერეფანში შემავალი საკვანძო ლოგისტიკური ცენტრი. აუცილებელია, რომ საერთაშორისო კომპანიებმა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური სვლები განახორციელონ. ამ შემთხვევაში, მწარმოებლები დაინახავენ იმ დადებით ფაქტორებს, რაც ჩვეთან პარტნიორობას უკავშირდება და აუცილებლად გააგრძელებენ თანაშრომლობას. მთავარია, რომ ამ მიმართულებით, ახალი წლის პერიოდი წარმატებით გადავლახოთ.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები