500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ახალი, 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდების ემისია, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის კონიუნქტურის და ბაზარზე არსებული დაბალი საპროცენტო შემოსავლიანობის გარემოს გათვალისწინებით იყო დროული, ოპტიმალური და უპრეცედენტოდ წარმატებული - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სხვა ჩართული სუბიექტების მიერ დიდი და ეფექტიანად ჩატარებული სამუშაოს შედეგი, - ასე აფასებს საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან სურგულაძე საქართველოს მიერ ევრობონდების გამოშვებას. რა კრიტერიუმებით ფასდება ბონდების განთავსება წარმატებულად ან წარუმატებლად?