მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანი მოიხმარს საქართველოში თამბაქოს?

6332e7fbd2afd
BM.GE
27.09.22 16:03
860
საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი თამბაქოს მოიხმარს. ის თუ როგორ იცვლება მწეველთა რიცხვი წლიდან წლამდე არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულებისთვის.

• გასულ წელს NCDC-იმ განაცხადა, რომ ზრდასრულთა შორის თამბაქოს მოხმარება 32.5%-დან 28.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგი TCC 2020-მა აჩვენა, რაც ტაქსებში თამბაქოს მოხმარებას იკვლევდა. თუმცა NCDC თავად კვლევის დოკუმენტს არ ასაჯაროვებს.
• 2 კვირის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიუთითა, რომ საქართველოში "წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. ანგარიშის თანახმად, თამბაქოს მოხმარებამ 2020 წელს შეადგინა 31.7% 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. თუმცა, საქართველომ თამბაქოს კონტროლი პრიორიტეტად აქცია და პოლიტიკის წარმატებული გატარების შედეგად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა 10%-ით, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება შემცირდა 15%-ით და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივ ადგილებში შემცირდა 90%-ით."
• ჯანმოს 2018 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვით საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 2000 წლიდან დღემდე შემცირებულია.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის 28.2%-ს შეადგენს. 2000 წელს ეს მაჩვენებელი 30.2% იყო. ანუ გასული წლების განმავლობაში მთლიანი მოსახლეობის 2%-მა, ხოლო თამბაქოს მომხმარებელთა პოპულაციის 7%-მა მოწევას თავი დაანება.

BMG-იმ იმის დასაზუსტებლად თუ ამჟამად ქვეყანაში რამდენი ადამიანია მწეველი ქვეყანაში, კითხვით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა, სადაც აღნიშნავენ, რომ 2020 წელს ქვეყანაში მათი მონაცემებით 31.7% ითვლებოდა მწევლად (15+ მოსახლეობაში), ხოლო NCDC-ის მიერ გასულ წელს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქვეყანაში 28.2% არის მწეველი, WHO აცხადებს, რომ კვლევები თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის კლებაზე მეტყველებენ.

“გაცნობებთ, რომ, როგორც ეს მითითებულია ანგარიშში „Smoking prevalence in 2020 was estimated at 31.7% of all people aged over 15 years“ წარმოადგენს ჯანმოს გამოთვლის შედეგს „Age-standardized prevalence of current tobacco smoking, age 15+, WHO estimates (%)“, რომლის მსგავსი მაჩვენებლები გამოყენებულია სხვა ქვეყნებისთვისაც, რაც აადვილებს სხვადასხვა პოპულაციებში მწეველობის მაჩვენებელთა შედარებას. დეტალებისთვის იხილეთ გამოყენებული ლიტერატურა/წყარო.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გაცნობებთ, რომ მწეველობის მაჩვენებელთა აღნიშნული შედარება და დინამიკის შეფასება, ეყრდნობა საქართველოში ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობას, ხოლო აღნიშნული მაჩვენებლის დინამიკის შეფასებისთვის გამოყენებულია შესაბამისი კითხვების მიხედვით მიღებული შედეგები. დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების და შედარებათა ავტორებს, რომლებიც მითითებულია აღნიშნულ პუბლიკაციაში. გარდა ამისა, მწეველობის მაჩვენებელთა აღნიშნული დინამიკა დასტურდება 2020 წელს საქართველოში ჩატარებული სხვა კვლევებითაც, რომელთა შედეგები ჯერ-ჯერობით ოფიციალურად გამოქვეყნებული არაა,”- ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ პასუხში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მაგალითად, 2015 წელს ჯანმოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 15+ მოსახლეობის 28.2% მოიხმარდა სიგარეტს, ხოლო შემდგომ წლებში ამ მაჩვენებელმა უკვე 30%-ს გადააჭარბა. NCDC-ის მიერ მომზადებული კვლევით, რომელიც დოკუმენტის სახით ჯერ არ გამოქვეყნებულა, 2020 წელს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 28.2%-მდე შემცირდა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, თამბაქოს რეგულაციების დახმარებით მოხდა. ახალი კანონი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო და ის რეკლამირების აკრძალვისა და საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვის მიმართულებით 2018 წელს ამოქმედდა. თუკი 2015 წელს მოსახლეობის მართლაც 28.2% იყო მწეველი, მაშინ კანონმდებლობის შედეგად მიღწეული პროგრესი შედარებით ბუნდოვანი ხდება.

თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში სულ 917 ათასი მწეველია, აქედან 832 ათასი მამაკაცი, ხოლო 86 ათასი ქალია. WHO-ს მონაცემებით, ყოველდღიურად საქართველოში თამბაქოს 744 ათასი ადამიანი მოიხმარს.

No description available.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები