მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ბაღი დაიხურა და რამდენი ფუნქციონირებს თბილისში? - ბაგა-ბაღების სააგენტო

5f87efdf50861
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.20 10:48
2393
თბილისში 183 ბაგა-ბაღია, თუმცა 12 სექტემბერს 179 ბაღი ამოქმედდა, რადგან 4 ბაღი COVID-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების გამო არ გახსნილა. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

„ამოქმედების შემდეგ 9 ბაღი დაიხურა, მიზეზი აქაც რა თქმა უნდა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებია. ჯამში დღეის მონაცემებით 13 ბაღია დახურული“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ბაღები თბილისის მასშტაბით გლდანის, დიდუბის, კრწანისის, საბურთალოს, დიდი დიღმის, ისნის და თითქმის ყველა რაიონშია დახურული.

კითხვაზე - რა პერიოდის განმავლობაში იქნება ბაღები დახურული, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„იმ შემთხვევაში თუ მოქმედ რომელიმე ბაღში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, ის ბაღი ავტომატურად დაიხურება და მისი გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგები მიიღებენ“, - აღნიშნავენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები