მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დარღვევა გამოვლინდა ელექტრონული რეცეპტით მედიკამენტების რეალიზაციისას?

62b2bc3b67c0f
თათია ჩაფიჩაძე
23.06.22 11:10
682
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის, ელექტრონული რეცეპტით გაცემის მონიტორინგი 1 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით 786 აფთიაქში განახორციელა. მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევა 586 შემთხვევაში გამოვლინდა, მათგან 29 შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა განმეორებით. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

მათ მიერ გამოგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. მონიტორინგი, საქართველოს მასშტაბით, როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.

აფთიაქებში მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტით გაცემის კონტროლის ღონისძიებები 1 აპრილიდან დაიწყო.

ასევე უწყებიდან BMG-თვის მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 1 მარტიდან 8 ივნისამდე გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა - 857,000-ია. 11 აპრილიდან გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა - 630,000-ს აღწევს, საიდანაც გენერიკული რეცეპტების რაოდენობა საერთო რიცხვის 74%, ანუ 467,000 -ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები