მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ინვესტორი დაინტერესდა "იმერეთის აგროზონის" €150-მილიონიანი პროექტით?

BM.GE
06.04.22 12:45
409
“იმერეთის აგროზონის” სასათბურე მეურნეობების კლასტერზე, 27 -მა ინვესტორმა შეიტანა განაცხადი. როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნიდან. საუბარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტზე, რომლის განვითარების მიზნითაც, სახელმწიფო კომპანია „იმერეთის აგრზონა“ შეიქმნა. კომპანიას მთავრობამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისთვის 220 ჰა მიწის ფართობი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოუყო. იმერეთის აგროზონას კონცეფცია გულისხმობს მრავალფუნქციური სივრცეს, დაწყებული სათბურებიდან, დასრულებული სამაცივრე და გადამამუშავებელი მეურნეობებით, ასევე სასწავლო ცენტრით. 

განაცხადების მიღების პროცესში საქართველომ წინადადებები მიიღო, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, გერმანიდან, ჰოლანდიიდან და იტალიიდან. ჯამში 27 განაცხადიდან 14 ქართულია, 13 - უცხოური.

სტუმარი: არჩილ ბუკია - “იმერეთის აგროზონის” დირექტორი.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები