მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი იქნება საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წელს? – ლაშა ქავთარაძის პროგნოზი

63d0391604053
ალა ისპირიანი
24.01.23 23:55
1071
Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის პროგნოზით, მიმდინარე წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5,2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს მეორე კვარტალში დაუახლოვდება.

„ინფლაციის შემცირების დინამიკა, რაც ოქტომბრიდან დაიწყო, ვფიქრობთ გაგრძელდება. ამაზე წინმსწრები ინდიკატორები მიანიშნებენ, ერთი-ერთი ასეთი ინდიკატორია მწარმოებელთა ფასების ინდექსი, რომელიც გასულ წელს დეკემბერში მნიშვნელოვნად შენელდა და ვფიქრობთ მიმდინარე წლის მარტში მწარმოებელთა ფასების ინდექსში მნიშვნელოვანი დეფლაცია დაფიქსირდება.

ინფლაცია პირველ კვარტალში კვლავ მაღალი იქნება. მეორე კვარტალში შენელება გვექნება და წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-ს დაუახლოვდება, თუმცა ჩვენი პროგნოზით 3% არ გახდება. საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წლისთვის 5,2%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი“, - ამბობს იგი.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციასთან დაკავშირებულ პროგნოზებს, მათი ინფორმაციით, 2023 წლის პირველი კვარტლიდან ინფლაციამ ჯერ 8.8%-მდე, შემდეგ 5.2%-მდე, წლის ბოლოს კი 3.4%-მდე უნდა იკლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები