IT და ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანიების ფინანსური შედეგები:
1) "ალტა" და მისი შვილობილი კომპანიები: ● შემოსავალი 2020 წელს - 271 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 8%;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 14.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 134%;
● აქტივების მოცულობა 2020 წელს - 114 მილიონი ლარი.
“ალტა” ტექნიკის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა, ის 2020 წლის მდგომარეობით 12 მაღაზიას აერთიანებს. “ალტა” ასევე ფლობს 50%-იან წილს კომპანია “მეტრომარტში”, რომელიც თავისმხრივ 4 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლის ნახევარზე მეტი IT ტექნიკით, მათ შორის სმარტფონებით ვაჭრობაზე მოდის.
2) “ელიტ ელექტრონიქსი”:
● კონსოლიდირებული შემოსავალი 2020 წელს - 181.7 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 2.5%;
● კონსოლიდირებული წმინდა მოგება 2020 წელს - 4.7 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 274%;
● აქტივების მოცულობა 2020 წელს - 84.4 მილიონი ლარი.
კომპანიის ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელი ქვეყანაში მოქმედ 17 მაღაზიას, ასევე 5 ფრანჩაიზული მაღაზიას აერთიანებს.
3) “ზუმერი ჯორჯია”
● კონსოლიდირებული შემოსავალი 2020 წელს - 176.4 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 5%;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 2.28 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 96%;
● აქტივების მოცულობა 2020 წელს - 21.16 მილიონი ლარი.
“ზუმერი ჯორჯია” ძირითადად სმარტფონებისა და IT ტექნიკის გაყიდვით არის დაკავებული. კომპანია ფლობს 17 ფილიალს და 2 საბითუმო პროფილის მაღაზიას.