მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის მოგების გადასახადს იხდის სადაზღვევო სექტორი

636a66a33f787
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.22 18:24
596
საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა წლის პირველ ნახევარში 10.3 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 42%-ით ნაკლებია. სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში სადაზღვევოთა მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 2.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის მიხედვით, სადაზღვევოთა მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 10 მილიონ ლარამდე იყო. წლების მიხედვით, სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადი ასე ნაწილდებოდა:

2017 წელი - 5.7 მლნ ლარი
2018 – 6.5 მლნ ლარი
2019 – 7.0 მლნ ლარი
2020 – 10.2 მლნ ლარი
2021 – 8 მლნ ლარი
2022 წელი 6 თვე - 2.8 მლნ ლარი.

სადაზღვევო და საბანკო სექტორი მოგების გადასახადს დღემდე ძველი წესით იხდის; 2018 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს კერძო სექტორი მოგების გადასახადს იხდის მოგების განაწილებისას (დივიდენდის გაცემისას), ხოლო მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, მათ გადასახადის გადახდა არ უწევთ. როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ BMG-ის განუცხადა, სავარაუდოდ, მთავრობა ესტონური მოდელის საფინანსო სექტორზე გავრცელებას 2023 წელსაც გადაავადებს.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას, 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიების მიერ მიღებული სადაზღვევო პრემია 504 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, 18 სადაზღვევო კომპანიის ჯამური აქტივები 1,15 მილიარდი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები