მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “აჭარისწყალის” ჰესს

63a563de90f84
BM.GE
24.12.22 00:00
953
შუახევის ჰესი საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში აშენებული ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული ობიექტია. 178 მეგავატის სიმძლავრის სადგური 2020 წლის მარტში ამოქმედდა.

ჰიდროელექტროსადგურის მფლობელია Adjaristsqali Netherlands B.V. რომელსაც თავისმხრივ 50%-50%-ის წილებით Clean Energy Invest AS-ი და ინდური Tata Power International PTE Limited-ი ფლობენ.

კომპანიამ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს 48.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 12 მილიონი ლარით მეტია.

შემოსავლის მატების მიუხედავად, კომპანიამ 2021 წელი მაინც ზარალით დაასრულა. 2021 წელს ზარალი 18.4 მილიონი ლარი, 2020-ში კი 98 მილიონი ლარი იყო. ზარალი ძირითადად საოპერაციო და ფინანსურ ხარჯებს უკავშირდებოდა.

ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი კომპანიის აქტივები 661 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 803 მილიონი ლარია.

“ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების ვალდებულება, შუახევში მინიმუმ 178 მეგავატი და სხალთაზე 9 მეგავატი დადგმული დადგენილი სიმძლავრით (ქვემოთ ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „პროექტი“). თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ კომპანიას გადასცა

ჰიდროელექტროსადგურებისთვის მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების გამოყენების ექსკლუზიური უფლება. განახლებულ BOO ხელშეკრულებაში ცვლილება გაფორმდა 2019 წლის 13 დეკემბერს, რითაც კომპანიამ უფლება მიიღო 15 წლის განმავლობაში გაყიდოს საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია გარანტირებული სრული მოხმარებით და ფიქსირებული ფასით. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებას (PPA) შუახევისთვის შეცვლილი პირობებით მოეწერა ხელი 2020 წლის 12 მარტს და ამოქმედდა 2020 წლის 10 მარტს. 2021 წლის მარტში სხალთა ჰესმა 9 მგვტ სიმძლავრით დაიწყო წარმოება,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები