მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საირმეს მინერალურ წყლებს?

640f0d043079a
BM.GE
14.03.23 00:00
1179
“საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები 29-ე დღეა გაფიცულები არიან, კომპანიაში დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური საქმიანობის ანაზღაურებას და ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავად “საირმე მინერალ ვოთერსი” საკუთარ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს ასაჯაროებს. ცნობილია კომპანიის 2021 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც წლის განმავლობაში მინერალური წყლის მწარმოებლის შემოსავალმა 10.7 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე წლის განმავლობაში კომპანიას 388 ათასი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება კომპანიის აქტივებს ის 8.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიის 92%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი იაკოვ გვიჩია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. კომპანიის 4%-4%-იან წილებს გია და ხათუნა გვიჩიები ფლობენ, რომლებიც სენტ კისტის და ნევისის მოქალაქეები არიან.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, “საირმის მინერალური წყლების” დირექტორი რუსეთის მოქალაქე იანინა მაშკოვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები