რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საქართველოს ონლაინ-ბეთინგის ბიზნესს?
BM.GE
02.03.23 09:35
• 209
ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალა. 2022 1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. ქართულმა ფორბსმა ონლაინ კაზინოების ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 5 ძირითადი მოთამაშეა ბაზარზე, როგორია მათი ფინანსური მაჩვენებლები?