მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ტონა არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა წელს და რა წილი აქვს სუბსიდიას?

61814424d3037
მარიამ ვარადაშვილი
02.11.21 19:15
757
დღეის მდგომარეობით, 19 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია გადამუშავებული. ამის შესახებ BMG-ის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ განუცხადა.

საქმე ის არის, რომ მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც ასუბსიდირებს. გადაწყვეტილება ივლისში მიიღეს და პროგრამის ბიუჯეტად 3 მლნ ლარი განისაზღვრა.

“საერთო ჯამში ფერმერებმა, შემოსავლის სახით, დაახლოებით, 4.5 მლნ ლარი მიიღეს. აქედან სახელმწიფოს სუბსიდია, დაახლოებით, 1.9 მლნ ლარი იყო. ერთი კგ ვაშლის ღირებულება 0.22 თეთრი უნდა იყოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში უხდის სახელმწიფო კომპანიას სუბსიდიას,” - ამბობს bm.ge-თან ლაშა შალამბერიძე.

მისივე თქმით, ვაშლის მიღება სექტემბრიდან დაიწყეს და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე არასტანდარტულ ვაშლს 14-მდე კომპანია იღებს.

„წინა წელთან შედარებით მოსავალი უფრო ნაკლები იყო, ვაშლს ახასიათებს მსგავსი პერიოდულობა, როცა ერთ წელს მოსავალი დიდია, მეორე წელს კი - შედარებით მცირე. ეს 14 კომპანია, ძირითადად, ბუნებრივია, შიდა ქართლიდან არის, თუმცა ასევე იყო რაჭიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და და კახეთიდანაც. სუბსიდიით 1 კგ ვაშლის ფასი 0.22 თეთრია, თუმცა არის საწარმოები, რომლებიც 0.26, 0.28 თეთრადაც ყიდულობენ არასტანდარტულ ხილს“, - აცხადებს შტაბის უფროსი.

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის” მიზანია ვაშლის მოსავლის სრული რეალიზაცია, შესაბამისად, ფერმერების მიერ შემოსავალის მიღება. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 3 მლნ ლარია. არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, ხოლო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები