მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე ინვესტორს საქართველოში წამლის ქარხნის გახსნა სურს - პრემიერი

62b357d7768e2
ალა ისპირიანი
22.06.22 22:05
1159
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რამდენიმე ინვესტორი დაინტერესებულია საქართველოში წამლების წარმოება დაიწყოს. როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ქარხნის მეპატრონე მთავრობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ თურქეთს ბაზარი გავხსენით, თითქმის 55 მლნ ლარამდე ეკონომია ნახა ჩვენმა მოსახლეობამ. მას შემდეგ ბევრი, მაღალტექნოლოგიური ძალიან მაგარი ქარხნების მფლობელი დაუკავშირდა მთავრობას და აქედან ორი, თუ სამი უკვე ინტენსიურ საუბარს აწარმოებს სამინისტროსთან. მათი სურვილია, რომ გახსნან ახალი ქარხნები საქართველოში და აქ დაიწყონ მაღალი ხარისხის წამლების წამოება. ეს თუ მოხდება მთავრობის ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი საქმეა.

ის პრობლემა, რაც იყო ფარმაცევტულ ბაზარზე, ეს ნაწილობრივ მოწესრიგდა. თურქეთის ბაზრის გახსნა იქნებოდა, თუ სხვა რეგულაციები, რაც განვახორციელეთ, - იქნება ეს ელექტრონული რეცეპტების შემოტანა თუ სხვა, ეს ძალიან კარგად წაეხმარება მედიკამენტების ფასების დარეგულირებას, ფასების დაწევას და კონკურენციის გაზრდას, რაც რეალური პრობლემა იყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები