მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე კვირაში "ფაიზერის" და "მერკის" მედიკამენტები შემოვა - მინისტრი

61dbe787ab472
ინგა მურუსიძე
10.01.22 11:54
1663
საქართველოში რამდენიმე კვირაში ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების - „ფაიზერის“ და „მერკის“ მიერ წარმოებული მედიკამენტები შემოვა. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ჯანდაცვის სექტორი მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რაც საკმაოდ ეფექტიანია“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გასული წლის 5 ნოემბერს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი COVID19-ის სამკურნალო აბები „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. ერთი დღით ადრე, 4 ნოემბერს კი გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“. სავარაუდოდ, საქართველო სწორედ აღნიშნულ მედიკამენტებს ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები