მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე ნაბიჯი, რაც ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანს

6087e0015208a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 14:22
4495
პარტია "მეტი თავისუფლება - გირჩის" ლიდერის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეკონომიკური პრობლემების დაძლევას ეკონომიკის გააზრება და და კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა სჭირდება.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მთავრობამ უნდა შეძლოს.

„ეკონომიკური პრობლემების დაძლევას სჭირდება ეკონომიკის გააზრება - ზოგადად, როგორ მუშაობას ეკონომიკა. სულ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი: სახელმწიფოს ხელში არსებული ამდენი ქონება უნდა იყოს ადამიანების ხელში და კერძო საკუთრებამ და თავისუფალმა ბაზარმა უნდა იმუშაოს; ქვეყანაში უნდა იყოს სანდო ფული და ლარიზაციას კი არ ვაწვებოდეთ, არამედ პირიქით, ხალხს უნდა მივცეთ საშუალება, რა ფულიც უნდათ, ის გამოიყენონ და სანდო ფული ტრიალებდეს; ეს არის, მათ შორის, მთავრობის ხარჯების შემცირება, ათას სიგიჟეში, რომ ხარჯავთ ფულს და ხარჯების შეკვეცა... გადასახადების დაწევა... კიდევ შეიძლება რამდენიმე ასეთი მიმართულება დასახელდეს, საითაც გადასადგმელია ნაბიჯები, მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში არსებულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა დათმოს ძალაუფლება. ყველაფერი რესურსებთან და ფულთანაა დაკავშირებული და ეს არის პოლიტიკურად გამოყენებული და ამის დათმობა არავის უნდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები