მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე სავაჭრო ცენტრი, შესაძლოა, მაისში გაიხსნას – "რითეილ გრუპ ჯორჯია"

5ea9a5f2b4473
ნინი ლონგურაშვილი
29.04.20 21:00
9386
“ღია სივრცეებში, რომელ მაღაზიებსაც ცალკე შესასვლელი აქვთ, შესაძლოა, ორი კვირით ადრე გაიხსნას”, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა ისაუბრა.

"ჩვენი მაღაზიები განლაგებული არის ღია სივრცეებში, როგორიც არის მაგალითად რუსთაველის გამზირზე არსებული სავაჭრო ცენტრი “მერანი”. იქ ჩვენი მაღაზია ქუჩის მხარეს არის ცალკე შესასვლელით. “ისთ ფოინთიც” პრინციპში არის ღია სივრცე, ყველა მაღაზიას ცალკე შენობა აქვს, ცალკე შესასვლელით, ამიტომ ამაზეც ველდოებით სახელმწიფოს დადგენილებას. ვიმედოვნებთ, რომ ნაწილი ორი კვირით ადრე გაიხსნება“ – განაცხადა მაღალაშვილმა.

მისივე თქმით, 2020 წელს შესაძლოა, წლიურ ჭრილში რითეილერების, სავაჭრო ცენტრების და ბრენდების რაოდენობა ბაზარზე 40%-ით შემცირდეს.

Retail Group Georgia მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე Alhokair Fashion Retail-ის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. მის პორტფელშია: 50-მდე მაღაზია და 30-მდე ბრენდი, მათ შორის: Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho, Zara Home, Sergent Major, La Vie en Rose…. მაღაზიები კი "თბილისი მოლში", "ისთ ფოინთსა" და "მერანი მოლში" მდებაორეობს. საბურთალოზე City Mall-ის გახსნასთან ერთად, ამ სიას კიდევ 14 ახალი მაღაზია, ხოლო კომპანიის 600-ზე მეტ თანამშრომელს კიდევ 220 ახალი წევრი შეემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები