მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე უწყებამ ანგარიშები წარმოადგინა - ვინ რაზე მუშაობს?

6442c52c0d349
BM.GE
21.04.23 21:47
621
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უწყებების ანგარიშებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის 2023 წლის გეგმის შესაბამისად, რამდენიმე უწყების ანგარიში მოისმინა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის 2022 წელს შესრულებული სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს ფონდის დირექტორმა, დავით ტაბიძემ გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე, ასევე, პარლამენტის მიერ რატიფიცირებული „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებიდან“ გამომდინარე, მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ.

საქართველოს რეგიონებში მყარი ნარჩენების მართვის მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში კომიტეტს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გააცნო.

დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ ისაუბრა. მან დეპუტატებს გააცნო ასევე ინფორმაცია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კახიშვილის განცხადებით, უწყებების მიერ სამომავლო გეგმების წარდგენის შემდეგ კომიტეტი წლის განმავლობაში გაეცნობა რამდენად შესრულდა თითოეული უწყების მიერ დამტკიცებული გეგმა.

„წელს გადავწყვიტეთ, არა მხოლოდ ერთხელ მოვისმინოთ ანგარიში, არამედ მიმდინარეობის პროცესებს დავაკვირდეთ. გეგმას მოვისმენთ და გავეცნობით, წლის მეორე ნახევარში ყურადღება მიექცევა, პარლამენტის წინაშე წარდგენილი გეგმიდან პროცენტულად რამდენი შესრულდა და რამდენად რეალისტურად მოხდა გეგმის დამტკიცება თავის დროზე. ყურადღებას გავამახვილებთ, რა თქმა უნდა, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე“,- განაცხადა კახა კახიშვილმა.

სხდომაზე განხილული ანგარიშები კომიტეტმა ცნობად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები