მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაძვირდება უძრავი ქონება 2023 წელს?- თიბისი კაპიტალის მოლოდინი

63ac3eaf22a52
თათია ჩაფიჩაძე
28.12.22 17:05
4385
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2023 წელს გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი 18%-ის ფარგლებში გაიზრდება. პროგნოზით, საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი მიგრანტების მხრიდან ბინების ყიდვაზე გაზრდილი მოთხოვნა იქნება.

რაც შეეხება იჯარას, როგორც კვლევების უფროსი ირინე კვახაძე ამბობს, შედეგად გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდება რაც ქირაზე ფასის ზრდას წლევანდელი 60%-იანი ნიშნულიდან 20%-მდე შეამცირებს.

„2022 წელს გაყიდვების 5.5% მოდიოდა მიგრანტებზე და გაქირავების ნაწილში მათი წილი 31.1%-ია. თუმცა კითხვაზე რამ განაპირობა ფასის ზრდა აქ ორივეგან მიგრანტების ეფექტი საკმაოდ დიდია.

2023-ში ველოდებით რომ სექტორი გააგრძელებს ზრდას, თუმცა არა ისე როგორიც გვაქვს დღეს. ჩვენი ვარაუდით გაყიდვები 9 %-ით გაიზრდება, ფასის ნაწილში ველოდებით 18%-იან მატებას და ეს ზრდა განპირობებული იქნება მიგრანტების ეფექტით. ჩვენი ერთ-ერთი სცენარით მიგრანტების ნაწილი დაიწყებს ბინის შეძენას და გამოეთიშება იჯარას, შესაბამისად იჯარაზე ნაკლებად გაიზრდება ფასი, წელს თუ იყო 60%-იანი ზრდა, მომავალ წელს ეს გაგრძელდება 20%-ის ფარგლებში“, - განაცხადა კვახაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები