მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაიზარდა საქართველოს U21 ნაკრების ცხრა ფეხბურთელის ღირებულება ჩემპიონატის შემდეგ?

64afbac661b7a
ირაკლი მოდებაძე
13.07.23 13:45
1376
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები UEFA-ს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვიდა და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალურ ეტაპამდე მიაღწია.

აღნიშნულ ტურნირს მსოფლიო მედიისა და საფეხბურთო ექსპერტებს შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა გამოცემების სიმბოლურ გუნდებში ადგილი მოიპოვეს და ევროპული კლუბების ყურადღებაც მიიქციეს.

ამის ფონზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, 21-წლამდელთა ნაკრების 9 ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდა.

კონკრეტულად ქართველი ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო საფასური შემდეგნაირად გაიზარდა:

ზურიკო დავითაშვილი – 2.5-დან 3 მილიონ ევრ​ომდე;

​საბა საზონოვი – 2.5-დან 3 მილიონ ევრ​ომდე;

​ირაკლი აზაროვი – 1.20-დან 1.5 მილიონ ევრომდე;

გიორგი წიტაიშვილი – 600 00-დან 900 000 ევრომდე;

ალექსანდრე კალანდაძე – 350 000-დან 600 000 ევრომდე;

ივა გელაშვილი – 250 000-დან 500 000 ევრომდე;

საბა ხვადაგიანი – 350 000-დან 500 000 ევრომდე;

გიორგი გაგუა – 150 000-დან 300 00 ევრომდე;

ცნობისთვის, ევროპის გასულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასწრებადობის მხრივ ტურნირის რეკორდი დამყარდა, კერძოდ საქართველოსა და ისრაელის მატჩს 44 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ზოგადად ტურნირს კი ტრიბუნებიდან ჯამურად 300 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიადევნა თვალი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები