მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს ხარჯავს ფინანსთა სამინისტრო საწვავსა და მობილურ სატელეფონო საუბრებში?

5f9af3b246e20
თამთა ჯიჯავაძე
29.10.20 23:00
887
რამდენს ხარჯავს ფინანსთა სამინისტრო საწვავსა და მობილურ სატელეფონო საუბრებში? – შესაბამისი ინფორმაცია უწყებიდან bm.ge-მ გამოითხოვა.

ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატის, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მიერ მობილურ სატელეფონო საუბრებში 2020 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისი) 11 212.35 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება გასულ წლებს, ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:

2016 წელი - 24 958.58 ლარი,
2017 წელი - 26 408.43 ლარი,
2018 წელი - 28 449.00 ლარი,
2019 წელი - 24 653.72 ლარი.

ხოლო საწვავის ხარჯებში 2020 წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი) – 48 959.71 ლარი დაიხარჯა. წინა წლების საწვავის ხარჯები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
2016 წელი - 115 500.24 ლარი,
2017 წელი - 145 019.62 ლარი,
2018 წელი - 189 748.21 ლარი,
2019 წელი - 156 007.57 ლარი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაქმებულია 239 ადამიანი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები