მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს ე.წ. "ჭკვიანი სახლი"? – "ორიონ ჯგუფის" პროექტი ექსპლოატაციაში გაზაფხულზე შევა

5e072af1bc939
ნუცა ბაზლიძე
29.12.19 10:40
862
„ჩვენი 23-სართულიანი კომპლექსი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე; გვაქვს 63 ბინა და ასევე, პენტჰაუსი. პროექტი ექსპლოატაციაში გაზაფხულზე შევა. ამჟამად, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. პროექტი დგას ხიმიჯებზე და გამოყენებული გვაქვს 500 მარკიანი ბეტონი, რაც უზრუნველყოფს შენობის მდგრადობას. კომპლექსში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტის მასალები. ის არის სრულიად ენერგოეფექტური, რაც, სავარაუდოდ, ჩვენი მაცხოვრებლისთვის კომუნალური გადასახადის, დაახლოებით, 20%-30%-ით შემცირებას გულისხმობს“, - ამის შესახებ „ორიონ ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ზურაბ მატარაძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

ზურაბ მატარაძის განმარტებით, პროექტის სერვისებში შედის 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა, ვიდეო კამერა ყველა სართულზე. ასევე, იმუშავებს დაცვის სამსახური, უზრუნველყოფილი იქნება პარკინგის საკითხი. ამასთან, წარმოდგენილი იქნება ავტოსადგომი, საავტომობილო ლიფტი, ავტოსამრეცხაო და ევროპული სტილის კაფე-საკონდიტრო.

„ორიონ ჯგუფის“ წარმომადგენლების განმარტებით, პროექტი გულისხმობს ე.წ. მწვანე კარკასს, ასევე კომპლექსში წარმოდგენილი იქნება მოჭიმული იატაკი, კნაუფის მასალით გალესილი კედლები, იატაკზე ხმოიზოლაცია, გამათბობლები, კონდენციონერი. ამასთან, აღსანიშნავია ლიფტში დამონტაჟებული ე.წ ჭკვიანი სარკე, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიცირებას ახდენს, პირს ამინდის პროგნოზზე, ვალუტის გაცვლით კურსსა და უბნების მიხედვით, საცობებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აცნობს.

“სპეციალურად ჩვენთვის, ფრანგულმა კომპანია „ბორჟუატმა“ გააკეთა გამწოვი სისტემა, რაც საქართველოში, მრავალბინიან კომპლექსში პირველი შემთხვევაა. სისტემა უზრუნველყოფს CO-ს გამონაბოლქვის პირდაპირ სახურავიდან გაწოვას“, - აღნიშნავს „ორიონ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე.

„ორიონ ჯგუფი“ მომხმარებლებს საახალწლოდ აქციას სთავაზობს, რომელიც 2020 წლის 14 იანვრამდე გაგრძელდება.
„შევქმენით ვირტუალური ფული - ორიონ ტოკენი. ნებისმიერი ბინის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს ანგარიშზე დაერიცხება და მისი საშუალებით ჩვენი კატალოგის მიხედვით, შეეძლებათ საჩუქრის გაკეთება. მათ შორის, შესაძლებელი იქნება გარკვეული კვადრატულობის გადაცვლა, ასევე პარკინგის უზრუნველყოფა, მოგზაურობა, ტექნიკის, მობილურების შეძენა“, - ამბობს ირაკლი ნიჟარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები