მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოხმარდება ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი 55 მლნ ლარი?

60e2c720ab663
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.21 12:53
666
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს უწყების ბიუჯეტი პრემიერის მიერ დაანონსებული სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამების გაფართოების გამო 55 მლნ ლარით გაიზრდება.

როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ხვალ ეკონომიკის სამინისტრო ახალ და გაფართოებულ პროგრამებთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

"დამატებით, წლის ბოლომდე ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით 55 მლნ ლარი იმ ახალი პროგრამების განხორციელებისთვის გვეძლევა, რომელიც აწარმოე საქართველოში პროგრამების ფარგლებში პრემიერმა საქართველოს პარლამენტში დააანონსა.

ამ პროგრამების და 10 წლიანი სამოქმედო გეგმის დეტალური პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით ხვალ გვაქვს დაგეგმილი.

ეს არის შესაძლებლობა, რომ სულ მალე დავიწყოთ პროგრამები, როგორიც არის ექსპორტის წახალისება და იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოებების წახალისება. აქ არის როგორც ყველა არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიც არის სესხის პროცენტის სუბსიდირება და თანაგარანტირების საკრედიტო -საგარანტიო ინსტრუმენტი, ასევე ახალი გრანტ-ელემენტი შემოდის. ასევე ეს არის წყარო, რომლის საფუძველზე ჩვენ, პროგრამების დარგობრივ მოცვას გავზრდით და თუ აქამდე ჩამონათვალში 211 ბიზნეს საქმიანობა შედიოდა, რასაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ეხმარებოდა, ახლა ეს საქმიანობები 350-მდე იზრდება.

მესამე და მნიშვნელოვანი პროგრამა ოჯახებისთვის, რომელსაც ახალი წევრი ეყოლებათ იპოთეკური სესხების თანადაფინანსებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამაა, რომელსაც მრავლობითი ეფექტი აქვს - ეს არის ოჯახების დახამრება, მშენებლობის სექტორის დახამრება, მაგრამ მიზნობრივად ოჯახების გაძლიერების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული“, - განმარტა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები