მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს შპს კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია?

642d1f27c2014
თათია ჩაფიჩაძე
05.04.23 16:40
536
სამშენებლო მასალების გამოცდა და ტესტირება - ამ პროფილით ქართულ ბაზარზე უკვე მეათე წელია ქართულ-ავსტრიული კომპანია კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია ოპერირებს. ლაბორატორია ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით 2013 წელს გაიხსნა და აკრედიტირებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ ISO სერთიფიკატით.

ლაბორატორიას ამ ეტაპზე 150-მდე მასალის კვლევის შესაძლებლობა აქვს, გამოცდები კი ევროპულთან ერთად, მოთხოვნის შესაბამისად საბჭოთა კავშირის, ე.წ. ГОСТ სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

ასფალტბეტონის გარდა, კვლევები ტარდება ცემენტობეტონის, გრუნტების და ღორღოვანი საფუძვლების მიმართულებითაც. ახალი გაჩენილი მოთხოვნების შესაბამისად კი წლიდან-წლამდე ხდება ლაბორატორიის გადაიარაღება და ახალი ტესტირებების დამატება.

გარდა შესრულებულ სამუშაოებში მასალის კვლევისა, Cit Georgia დამკვეთებს წინასწარ მზა რეცეპტებსა და რეკომენდაციებს სთავაზობს, რაც ხარისხიანად შესრულებული პროდუქციის მიღებას უზრუნველყოფს. ამის წინაპირობა კი მათი თქმით, თანამედროვე დანადგარები, კვალიფიციური მუშახელი და კომპანიის კეთილსინდისიერებაა.

Cit Georgia მასალის ხარისხს ამოწმებს როგორც სახელმწიფო პროექტებში, ისე საცხოვრებელ კომპლექსებსა თუ კერძო სახლების შემთხვევაშიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ერთი მხრივ იზრდება დამკვეთების რიცხვი და მეორე მხრივ კი მცირდება დარღვევების რაოდენობა.

„ვახორციელებთ ლაბორატორიულ შემოწმებას როგორც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კლიენტებისთვის, ისე კერძო ადამიანების შემთხვევაშიც ვინც სახლს ან რამე ობიექტს აშენებს. მისი საექსპლუატაციო ვადა განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ საჭიროა ჩატარდეს ანალიზი და ლაბორატორიული შედეგები შეჯამდეს დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან.

ასევე ვთავაზობთ ჩვენს დამკვეთებს წინასწარ რეცეპტებს და რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ისეთი პროდუქტის მიღებას შეძლებენ, რომლის შემდეგაც ხარისხთან მიმართებით არ ექნებათ პრობლემები. წინასწარი კონსულტაციებით მიგვყავს კლიენტები იქამდე, რომ პროექტები შეასრულონ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით“,- განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ტიტე ჯიშიაშვილმა.

კავკასიური ინფრასტრუქტურის ლაბორატორია ქართულ-ავსტრიული კომპანიაა. კომპანიის ავსტრიელი თანადამფუძნებლები საზედახმედველო და ლაბორატორიულ საქმიანობას 1970 წლიდან ახორციელებენ და ისეთ ქვეყნებს ემსახურებიან, როგორიც არის გერმანია, იტალია, სერბეთი და უნგრეთი.

ამ ეტაპზე კომპანია ლაბორატორიას თბილისსა და ქუთაისში ფლობს.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები