მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი?

BM.GE
22.09.22 12:12
295
1 ივნისიდან საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი მოქმედებს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. საჩივრების განხილვა 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 17 სექტემბერს კონკურენციის სააგენტოში რითეილ ასოციაციასთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა კანონის მოქმედების, ზედამხედველობის ფორმები და სხვა დეტალები განიხილეს. რითეილ ასოციაციისა და კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, კანონის ძირითადი მოტივი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, სწორედ ამ მიზნით რითეილ სექტორი აქტიურად ჩაერთო წინასწარ განხილვებში, გაკეთდა კანონის განმარტება და კანონის აღსრულების ხელშეწყობისთვის დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.

როგორ აისახება ამ კანონის მოქმედება საკვები და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის რეალიზაციაზე?


სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ლევან კალანდაძე - კონკურენციის სააგენტო თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები