მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის უცხოელებისთვის სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების სერვისების შეზღუდვა?

BM.GE
14.06.23 13:02
137
მთავრობა კიდევ ერთ კანონპროექტს ამზადებს. კერძოდ, მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ დაურეგულირებელი იყო სფერო, არ არსებობდა მიდევნების საშუალება, სად მიდიოდნენ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები, იკვეთებოდა ტრეფიკინგის რისკებიც. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ხდება ყველა შესაძლო დანაშაულის გადაზღვევა, რაც შესაძლოა პროცესს თან ახლდეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური თუ უკანონო საქმიანობის კონტროლის მექანიზმებიც. „არსებობს ინფორმაციები, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს“- ასე ახსნა პრემიერმა სფეროს რეგულირების საჭიროება. 

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 5 წლის წინ თუ სუროგაციის და დონორობის გზით დაბადებული 1000 შემთხვევა ფიქსირდებოდა, დღეს წლიურად უკვე 2000-ზე მეტი შემთხვევაა, საიდანაც უმრავლესობა უცხოელები არიან. რას შეცვლის დარგში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების სერვისების შეზღუდვა?

სტუმარი: ნინო მუსერიძე - ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის (GGRC) დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები