მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს Erasmus Student Network Tbilisi სტუდენტებს?

6268096d02d91
მარიამ ადამია
27.04.22 01:20
743
რა შესაძლებლობებს სთავაზობს Erasmus Student Network Tbilisi სტუდენტებს მიმდინარე პერიოდში? - BMG-მ ეს კითხვა, პროგრამის ვიცე-პრეზიდენტ თათია რუსიშვილს დაუსვა.

ის ამბობს, რომ ახალგაზრდებს მიმდინარე პერიოდში, რამდენიმე ალტერნატივა აქვთ, რომლებიც ყველასთვის ღიაა. მთავარი კრიტერიუმები კი, კარგი აკადემიური მოსწრება, სამოტივაციო წერილი, სარეკომენდაციო წერილი და სწორად შევსებული სასწავლო ხელშეკრულებაა.

“ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, Erasmus jobs-ის პლატფორმა შევქმენით, რომლზეც ვაკანსიების განთავსება ევროპის მოწინავე უნივერსიტეტესა და ორგანიზაციებს შეუძლიათ, ხოლო მათზე განაცხადის გაკეთება - მხოლოდ Erasmus +-ის ყოფილ და მიმდინარე მონაწილეებს. ასევე, დღეს საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობის პროგრამები, რომლებიც ძირითადად 2-დან 24 თვემდე მიმდინარებს და უზრუნველყოფს ქართველი ახალგაზრდების ევროპაში სტაჟირებასა და პროფესიული გამოცდილების დაგროვებას", - ამბობს თათია რუსიშვილი.

მისივე თქმით, ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესოა მოკლევადიანი ტრენინგებიც, რომლებიც მართალია მოკლეა, თუმცა დიდი გამოცდილების დაგროვების საშუალებას იძლევა.

როგორც ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, პროგრამა ღიაა 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის და ჯამში, 3-დან 21 დღემდე პერიოდს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები