მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ აკრიტიკებს „ოცნება“ პარტნიორებს და რუსეთს - არა? - გიორგი ღაღანიძის ლოგიკა

64940dfa22ff4
თელარა გელანტია
23.06.23 09:59
491
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე ფიქრობს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც წამყვანმა კითხვები საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობასა და პარტნიორების მისამართით მთავრობის კრიტიკული და ანტიდასავლური განცხადებების შესახებაც დაუსვა.

- თქვენი აზრით, რატომ გახშირდა ხელისუფლების მხრიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკა, როდესაც რუსეთზე ძვირს ვერ დააცდევინებთ?

- პრობლემას ნუ გავამარტივებთ... როდესაც შენ იცი, რომ როცა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს აკრიტიკებ, ის არ გამოვარდება და არ დაგბომბავს, არამედ ცივილიზებულად მოიქცევა, მაშინ გარკვეული კრიტიკის უფლებას აძლევს თავს, ხოლო როცა მეორე პარტნიორი გყავს ბრუტალური და მისი რეაქციის გათვლა არის წარმოუდგენელი, ცოტა უფრო ყურადღებით უნდა იყო.

- დავუშვათ ეს ლოგიკური არგუმენტია - იყავი ყურადღებით რუსეთთან, მაგრამ რატომ არის აუცილებელი ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები აკრიტიკო?! (გიორგი ღაღანიძემ კითხვა-რეპლიკა უპასუხოდ დატოვა).. რამდენად მდგრადია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი დღეს?

- საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობა არავინ იცის. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ როცა რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდება, ახალ მსოფლიოში ვიქნებით, ახალი თამაშის წესებით და როგორი იქნება ეს წესები, არ ვიცით.

- საინტერესოა, უკრაინის გამარჯვებით ომის დასრულების შემდეგ, რა დაერქმევა საქართველოს ხელისუფლებების მოქმედებებს და რომელ მხარეს ვიქნებით?

- არ მგონია, ჩვენს მოქმედებებს ზედმეტი სახელი დაარქვან და კოლაბორაციონიზმში დაგვადანაშაულონ. ვფიქრობ, პრაგმატული მიდგომა მაინც ჭარბობს... საქართველო ევროკავშირისკენ მიდის და ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვექნება წვდომა სტრუქტურულ ფონდებზე. ეს მოგვცემს საშუალებას, გაატარო ძირეული რეფორმები ძალიან ბევრ სფეროში და მივიღოთ შედეგი.

- ხელისუფლების სხვადასხვა წევრის განცხადებების გათვალისწინებით, ნამდვილად მივდივართ ევროკავშირისკენ?

- მივდივართ...

- მთავრობა სიტყვით და საქმით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წლის ბოლოს მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

- კითხვა ძალიან ჟურნალისტურად არის დასმული... მე ვთვლი, რომ უფრო მეტად აკეთებს.. არსებობს სიტყვა, რომელიც თქმულია გარკვეული საზოგადოებისთვის და არსებობს სიტყვა, რომელიც ითქმის დახურულ კარს მიღმა...

- ციფრულ სამყაროში აზრი აქვს და არსებობს თუნდაც პოლიტიკაში შიდა და საგარეო აუდიტორიისთვის გამიზნული გზავნილები?

- ყველაფერი არსებობს...

- და მაინც, მთავრობა ყველაფერს აკეთებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად?

- რასაკვირველია, ყველაფერს ვერ გააკეთებ...

- სულ 12 პუნქტია.

- ყველა აქტივობას ერთნაირად ვაკეთებთ, რომ მივაღწიო შედეგს - ამის თქმა სწორი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები