მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შედგა კვორუმი?

643ed8cc9b007
BM.GE
18.04.23 22:00
842
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის კვორუმი არ შედგა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა.

საკითხის განხილვის შემდგომ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, „სასამართლოს დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, უმრავლესობა არ გაივლიდა რეგისტრაციას, რაც მოსამართლეების მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის აქტს წარმოადგენს“. რეგისტრაცია დადგენილების პროექტის განხილვის შემდგომ, 51-მა დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა.

დადგენილების პროექტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები