მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ უნდა გადავადდეს HACCP-ის დანერგვის ვალდებულება?

BM.GE
19.09.22 11:53
362
სურსათის ეროვნული სააგენტო დარჩენილი ბიზნეს სუბიექტებისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვის გადავადებას ითხოვს. მიზეზი ინფრასტრუქტურული, პრაქტიკული და ფინანსური პრობლემების არსებობაა. სეს-ში თვლიან, რომ ბიზნეს ოპერატორებს ვადა კიდევ 2 წლით, 2025 წლის 1 ივნისამდე უნდა მიეცეთ. 

HACCP-ის დანერგვის მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობაში 2006 წელს შევიდა. ვალდებულება, ასევე, გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, როგორც ერთ-ერთი პირველი, საბაზისო ნაბიჯი სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმირებისათვის. ევროკავშირის შესაბამის ნორმატიულ აქტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ჯერ კიდევ 2015 წელს იყო დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის სანქციებს არ ითვალისწინებდა და ეს მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ, 2015 წლიდან სხვადასხვა ტიპის ბიზნესოპერატორებისათვის დგინდებოდა, რომელიც ჯერ ისევ არ დასრულდებულა. 

ამჟამად HACCP-ის დანერგვის ვალდებულება მეწარმეთა შემდეგ ჯგუფებზე ვრცელდება: ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას; ბიზნესოპერატორები, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებენ სურსათის წარმოებას/გადამუშავებას; ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას. 

ყველა სხვა ბიზნესოპერატორისათვის კი HACCP 2023 წლის 1 ივნისიდან უნდა გამხდარიყო სავალდებულო, ესენია მაგალითად შემდეგი პროდუქციის მწარმოებლები: 

პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის; ნატურალური და მინერალური წყლის; უალკოჰოლო სასმელების; მცენარეული პროდუქტებიდან დამზადებული კონსერვების; მცენარეული ნედლეულიდან მზა სურსათის წარმოების და სხვა.

არასამთავრობო ორგანზიაცია მომხმარებელი.გე აცხადებს, რომ 16 წლის შემდეგ პროცესის კიდევ გადავადება საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმასა და ამ მიმართულებით ევროკავშირთან დაახლოების პროცესს დიდ ზიანს მიაყენებს. შესაბამისი მოთხოვნით მათ მთავრობას 1 თვის წინ მიმართეს.

სტუმარი: ვახტანგ კობალაძე – სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი;







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები