მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის ადამიანი ვალდებული, რუსეთის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში, რუსულად ელაპარაკოს? - სოსო ბერიკაშვილი

ბერიკაშვილი

ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ იმ ბიზნესზე ისაუბრა, რომლებიც მომხმარებელს უცხოურ ენაზე ემსახურებიან. 

„ის, რომ ბიზნესი მომხმარებელს უცხოურ ენაზე ემსახურება რუსეთის მოქალაქეებთან არის დაკავშირებული. ადრეც იყო ცალკეული შემთხვევები, თუმცა არა ასეთი მასშტაბური.

პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფერს მასიური ხასიათი აქვს. რუსებს ჰგონიათ, ყველა ვალდებულია რუსულად ელაპარაკონ. ადამიანი რა ვალდებულია საკუთარ ქვეყანაში რუსულად ელაპარაკოს?! ეს არა მხოლოდ რუსებს ეხება, არამედ ყველას. საჭიროა სახელმწიფო ენის დაცვა ამ ქვეყანაში. კეთილი ინებონ და ქართულად თუ დაველაპარაკები მიპასუხონ. 

ქართველი ტურისტი, რომელიც ჩადის ბათუმში ხედავს, რომ მასობრივად რუსულად საუბრობენ. ეს სხვა ყველაფერთან ერთად მომხმარებლისთვის არა კომფორტულიც არის, რადგან კომუნიკაცია შეუძლებელია“, - განაცხადა ბერიკაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები