მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაინტერესდა სავალუტო ფონდი საქართველოს აზარტული თამაშების ინდუსტრიით

5d94b10af0628
შოთა ტყეშელაშვილი
02.10.19 20:00
2530
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეულ “ტექნიკურ დახმარებას” ეხება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სავალუტო ფონდის მისია საგადასახდელო ბალანსის აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით იყო ჩამოსული, რის ფარგლებშიც შეხვედრები ეროვნული ბანკისა და საქსტატის მენეჯმენტთან ერთად, ეკონომიკის სხვა სექტორების წარმომადგენლებთანაც გაიმართა. მათ შორისაა აზარტული თამაშების ბიზნესიც.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სათამაშო ბიზნესმა მკვეთრი ზრდა განიცადა. ამ დარგის ბრუნვა ყოველწლიურად 7 მილიარდ ლარს აჭარბებს, მოთამაშეთა შორის კი უცხოელები მნიშვნელოვან წილს იკავებენ.

IMF აღნიშნავს, რომ საგადასახდელო ბალანსის უკეთესი აღრიცხვისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ინფორმაცია იმ თანხების შესახებ, რომელსაც საქართველოს არარეზიდენტები ქვეყნის აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ხარჯავენ/იგებენ.

“მისიას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს სათამაშო ასოციაციის პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა შეთანხმება, რომ საქსტატი მოამზადებს სპეციალურ კითხვებს, რომლებიც არარეზიდენტი პირების მიერ დადებულ ფსონებსა და მათ მიერ მოგებულ თანხებს ეხება. ამასთანავე დაიდო შეთანხმება, რომ ქვეყნის უმსხვილესი კაზინოები ამგვარი ინფორმაციის გაცემას დაიწყებენ,”- ნათქვამია დოკუმენტში.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც სავალუტო ფონდი საქართველოში დაინტერესდა, კრიპტოვალუტების ოპერაციებია. რომ სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგებლები კომპანია e-Money-ის მენეჯმენტს შეხვდნენ, სადაც მათ კრიპტოვალუტების გაცვლის სტატისტიკის აღრიცხვისა და რეგისტრაციის შესახებ იმსჯელეს.

შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის გენერირებისთვის იქნება გამოყენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები