სოციალურ ქსელში მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ გადამზიდავმა კომპანია USA2GEORGIA-მ ამანათის ჩამოტანა დაუგვიანათ. როგორც BMG-ის გადამზიდავ კომპანიაში უთხრეს, ტვირთების დაგვიანების მიზეზი ავია-კომპანიის მიერ რეისებზე დაფიქსირებული პრობლემებია.
“მოგეხსენებათ, აღნიშნული რეისები საქართველოში უნდა ჩამოფრენილიყო საინფორმაციო ბლოგზე მითითებული თარიღების მიხედვით, თუმცა ავია-კომპანიის მიერ რეისის გაყოფის გამო, ტვირთის ნაწილის ჩამოფრენა გადაიდო. რა თქმა უნდა, ეს ძალზე შემაშფოთებელი ინფორმაციაა, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მომხმარებლისთვის”,-აცხადებენ კომაპნიაში.
კომპანიას ასევე ვკითხეთ დაგვიანებული რეისების გამო ხომ არ აპირებს მომხმარებელს ტვირთის საფასურზე შეღავათი გაუკეთოს, გთავაზობთ კომპანიის პასუხს:
“ხელშეკრულების მიხედვით, USA2GEORGIA ავია-კომპანიების მიერ რეისების გადადების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვერ იღებს ტვირთის დაგვიანებაზე, შესაბამისად მომხმარებელს უწევს, აღნიშნული პირობების გათვალისწინებით ტრანსპორტირების საფასურის გადახდა. გვესმის, თუ რაოდენ რთულია მომხმარებლისათვის ამანათის დაგვიანებით მიღება.
ასევე გაცნობებთ, რომ ამჟამად საქართველოში დაფრინავს კვირაში მხოლოდ ერთი სატვირთო თვითმფრინავი ლუქსემბურგის გავლით. ჩვენ კომპანიას საკუთარი თვითმფრინავები არ ჰყავს, რომ მთლიანად კონტროლის ქვეშ იყოს ავია-გადაზიდვა და მთლიანად ავია-კომპანიაზე ვართ დამოკიდებულნი”,-აცხადებენ კოპანიაში.