მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ძვირდება ბაგეტი, პასტა და შამპანური? - Forbes-ი ინფლაციურ ტენდენციებზე

61800f261e710
მარიამ ადამია
01.11.21 21:39
619
საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში, ენერგეტიკული კრიზისის კვალდაკვალ წარმოების შემცირება შეინიშნება. როგორც Forbes-ი წერს, კორონავირუსისა და პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები, გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ფასის ზრდაზე, რაც შესაბამისად საყოფაცხოვრებო პროდუქტების გაძვირებას და ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებელს იწვევს. ამიტომაც მაგალითად საფრანგეთში მცხობლები ჩივიან, რომ ხორბლის ფასის მკვეთრი ზრდის გამო, ბაგეტის ღირებულება საშუალოდ 10 ცენტით უნდა გაზარდონ.

Fitch-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წლის განმავლობაში, ყავის ფასებიც გაიზრდება ბრაზილიაში, ვიეტნამსა და კოლუმბიაში. ასევე ვარაუდობენ მიწოდების პრობლემების გამწვავებასაც. ხოლო Bloomberg-ის მონაცემებით, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, გერმანიაში ბიზნეს-აქტივობა ოქტომბერში რვა თვის მინიმუმამდე დაეცა. მიწოდების დეფიციტი კი, შესყიდვის ხარჯების ზრდის მთავარი მიზეზი გახდა. ამიტომაც ფასები ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სწორედ ახლა იზრდება.

ნაყინის მწარმოებელი კომპანია Magnum-ით დაწყებული, საპნის მწარმოებელი Dove-ით დამთავრებული, გასულ კვარტალში საშუალოდ 4%-ზე მეტით გაიზარდა ფასები ყველაფერზე და ეს არის ყველაზე დიდი ნახტომი 2012 წლის შემდეგ. Nestle-ს, Procter & Gamble-ის და Danone-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალან ჯოპმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ინფლაციური ზეწოლა მომავალ წელსაც გაგრძელდება, ამიტომაც მან მომხმარებელს მოუწოდა, საკვებზე მაღალ ფასებს მიეჩვიონ. რაც შეეხება ინფლაციას, შეერთებულ შტატებში მაჩვენებლებმა, 2008 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

ხოლო იმ დროს, როდესაც საფრანგეთში, ხორბლისა და ბაგეტების გაძვირებაზე ალაპარაკდნენ, იტალიაში მაკარონის მწარმოებლები ცდილობენ თავიანთი პროდუქციის ნედლეულის მომარაგებას, სანამ ის კიდევ უფრო გაძვირდება. მაკარონის ფასი უკვე გაიზარდა აშშ-სა და კანადაში მას შემდეგ, რაც გვალვამ დააზარალა ჩრდილოეთ ამერიკაში ხორბლის წარმოება, რომელიც საჭიროა სპაგეტის დასამზადებლად. მიღმა ამ ყველაფრისა, ასევე მსოფლიო ღვინისა და შამპანურის დეფიციტის საფრთხის წინაშეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები