მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადადგა არჩილ თალაკვაძე? - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტება

608400721ba48
თელარა გელანტია
24.04.21 15:24
2669
„მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია“, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და დარბაზში გადაინაცვლებს. კერძოდ, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში.

ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანმოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მოთმინებისა და გვერდით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და ქვეყანაში პროგრესს უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები