მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიაფდა სატაცური? - მწარმოებელი

646e005bf006a
ლიკა გურაბანიძე
25.05.23 09:33
2712
საქართველოში წარმოებული სატაცურის მოსავლიანობამ იკლო, შემცირებულია ფასიც, ეს კი სავარაუდოდ, ბაზარზე ახალი ფერმერების გამოჩენით შექმნილმა კონკურენციამ განაპირობა, - ამის შესახებ "ქართული სატაცურის" თანადამფუძნებელმა, თინა წამალაიძემ bm.ge-ს უთხრა. 

მოსავლიანობის შემცირებას წამალაძე უამინდობას უკავშირებს, რის გამოც, მისი თქმით, მოსავლიანობამ წელს გასულ წელთან შედარებით 20%-ით დაიკლო. 

რაც შეეხება ფასებს, წამალაიძის ინფორმაციით, გასულ წელს სეზონის დასაწყისში ერთი კგ. სატაცური 30 ლარი ღირდა, ხოლო სეზონის დასასრულს - 13 ლარი, ხოლო წელს, სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ჩასაბარებელი სატაცური უკვე 1 კგ 11 ლარი ღირს.

“სატაცურის წარმოებაში კონკურენცია წლიდან-წლამდე იზრდება. წლების წინ სატაცური რამდენიმე მწარმოებელს გვქონდა და ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც სატაცურის წარმოება დაიწყო. თუმცა დროთა განმავლობაში დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც სატაცურის მოყვანა დიდ ფართებზე დაიწყეს. ხარისხი ქართულ სატაცურს კვლავ მაღალი აქვს და ფასის კლებას ამას ვერ დავუკავშირებ, აქ კონკურენცია წევს დაბლა ფასს. წლევანდელი წლით უკმაყოფილოები ვართ, რადგან მოსავლიანობა მცირეა და ფასებიც დაბალი”, - განაცხადა "ქართული სატაცურის" თანადამფუძნებელმა.

სატაცურის მოსავლიანობა საქართველოში მარტის ბოლოდან ივნისის ბოლომდე გრძელდება. ბოლო რამდენიმე წელში ქვეყანაში შეიცვალა ის, რომ სატაცური მოთხოვნადი გახდა, როგორც ჰორეკა სექტორისთვის, ასევე პირადი მიზნით მოხმარებისთვისაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები