მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გახანგრძლივდა იპოდრომთან კორტების მშენებლობა? - განმარტება

64a3dc02245dd
ინგა მურუსიძე
04.07.23 12:53
857
ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება. ინფორმაცია თბილისის მერიმა, კახა კალაძემ დღეს გააჟღერა. დღესვე ითქვა, რომ პროექტი 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. თუმცა, თავდაპირველი გეგმის თანახმად, პროექტი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო.

bm.ge თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისგან, ირაკლი თავართქილაძისგან დაინტერესდა, თუ რატომ გადაიწია ვადებში მშენებლობის პროცესმა.

„მინიმუმ 5 მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი და სავარაუდოდ პროექტი მეტი დაჯდება. რაც შეეხება ვადებს, ვადების დარღვევის ძირითადი განმაპირობებელი იყო კოვიდი, არა მარტო ეს მიმართულება, არამედ ყველა ბიზნესზე გავლენა იქონია. იყო ასევე სანებართვო პროცედურები, რომელიც დასრულებულია და მშენებლობა დაიწყო კომპანიამ. მომავალში ვადების დარღვევის რისკი და მიზეზები დღეს არ ჩანს, დაფინანსებულია მშენებლობა და იმედი გვაქვს, ვადაზე ადრე დასრულდება“, - განაცხადა თავართქილაძემ.

რაც შეეხება ადგილმონაცვლეობას, თავართქილაძის თქმით, ეს მოხდა ეტაპობრივად, სხვადასხვა მიწის ნაკვეთებით.

„ვინაიდან მიწის ღირებულება იყო ძალიან მაღალი, ვერ მოხდა ერთი მიწის ნაკვეთის შერჩევა, შესაბამისად, რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცა. ყველაზე მსხვილი მონაცვლეობა ჯიქიას ქუჩის დასაწყისში მოხდა და დანარჩენები ნაწილ-ნაწილ გაიცვალა“, - განაცხადა თავართქილაძემ.

ვინ არის ინვესტორი, რომელმაც ე.წ კორტების ტერიტორია იყიდა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები