საქმე ის არის, რომ თუ ტვირთი ყვითელ დერეფანში არ მოხვდა და საბაჟო კონტროლი გაიარა, მის მფლობელს დღგ-ის გადახდა 5 დღის ვადაში შეუძლია.
რატომ გახშირდა ყვითელ დერეფნებში ტვირთების გადამისამართება და რამდენად ადეკვატურია ბიზნესის წუხილი? - ამ კითხვებით bm.ge-მ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილს მიმართა:
„ეს ნამდვილად ვერ იქნება ასე, რადგან წელს გადასახადები მნიშვნელოვანი გადაჭარბებით მოდის. პრობლემა რომც იდგეს, ამის გაკეთება არასწორი იქნებოდა, ამის საჭიროება არც დგას. რაც შეეხება ტვირთების შეფერხებას, მე არ ვარ ინფორმირებული მსგავს საკითხზე“, - განაცხადა მირზა გელაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ მეტი დეტალის გასარკვევად შემოსავლების სამსახურში გადაგვამისამართა.