მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იაფდება კრიპტოვალუტები?

BM.GE
15.06.22 11:25
423
კრიპტოვალუტების ბირჟაზე დაღმასვლის ძლიერი ტენდენცია ისევ გრძელდება. გასულ 24 საათში კრიპტოაქტივების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 7%-ით, 950 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 

რაც შეეხება უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ბიტკოინის ღირებულება 11%-ითაა შემცირებული; რამდენიმე საათის განმავლობაში კი მისი სავაჭრო ფასი 20,900 დოლარამდე დაეცა, რაც გასული ორი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ღირებულება 24%-ითაა შემცირებული, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 427 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 1.3 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა. 

მკვეთრადაა შემცირებული რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის - ეთერიუმის ღირებულებაც. მისი სავაჭრო ფასი გასულ 24 საათში 8%-ით შემცირდა, ხოლო დღეს ბირჟაზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1,090 დოლარს შეადგენდა. 

ერთკვირიან ჭრილში შემცირებულია სხვა მსხვილი კრიპტოაქტივების ფასებიც. კრიპტო-ბირჟის მკვეთრი დაღმასვლა ზოგადი საფონდო ბირჟების და სპეკულაციური ბაზრების ვარდნასთანაა დაკავშირებული, რისი გამომწვევი მიზეზიც, თავის მხრივ, აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებია. უწყების ცნობით, გასულ თვეს აშშ-ში ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია. 

რატომ იაფდება კრიპტოვალუტები და რა გავლენა ექნება მის ვარდნას ბიზნესებზე, მათ შორის ქართულ კომპანიებზე?

სტუმარი: ლუკა ლომსაძე - Ambry-ს დამფუძნებელი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები