მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიდიან ქართველები სამუშაოდ ყატარში? - ლევან ქოქიაშვილი ბოლოდროინდელ ტენდენციებზე საუბრობს

62a85f2c1d6a9
მარიამ ადამია
27.06.22 00:00
3167
"საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელის, ლევან ქოქიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოდან დოჰაში სამუშაოდ, 250-ზე მეტი ქართველი გადავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. იხსნება ახალი კვების ობიექტები, ტურისტული სივრცეები და შესაბამისად საქართველო კარგავს კვალიფიციურ კადრებს.

როგორც ლევან ქოქიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, დოჰაში საშუალოდ ხელფასი $2500-ია, აქედან ქირა და ყველა აუცილებელი ხარჯი რომ დაფარონ, დასაქმებულებს ჯამში, $1300 რჩებათ, რასაც საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორში ვერ გამოიმუშავებენ.

“საქართველოში $1300-ის შემოსავალი არც სერვის მენეჯერებს და არც მმართველ მენეჯერებს არ აქვთ, ამიტომ ძალიან ლოგიკურია და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამიანები ქვეყნიდან მიდიან. მათ უჭირთ, უნდათ სამსახური, მეტი შემოსავალი. პანდემიის დროს გაჩერებული სტუმართ-მასპინძლობის ფონზე ვალები აქვთ დაგროვილი, სესხები და უნდა გადაიხადონ. ამიტომაც მესმის რატომაც გვიდგას ეს პრობლემა დღეს,” - ამბობს ლევან ქოქიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი გამოწვევაა. თუმცა ამის პარალელურად, ბიზნესი კადრების დეფიციტს განიცდის. კომპანიებს სამუშაო ძალის პოვნა უჭირთ. მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვაკანსიების გამოცხადების მიუხედავად დასაქმების მსურველების მხრიდან ინტერესი აღარაა. ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრია, რომელსაც კადრების დეფიციტი მწვავედ შეეხო სარესტორნე ბიზნესია, ამის მიზეზიც ბევრია, იქნება ეს დაბალი ანაზღაურება თუ დასაქმებულთა უფლებების დარღვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები