მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ დაიცვა კახეთი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ? - “დელტას” განცხადება

დელტა სეტყვა

"დელტა" კახეთში მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად, სეტყვის მარცვლის ფორმირება მაინც მოხდა. 

"ორ სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად, მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა). სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.

აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, დელტას მიერ დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები