მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა რთული ეკონომიკაზე ავიაემბარგოს მოხსნის გავლენის პროგნოზირება? - მესტვირიშვილის პასუხი

645e1b7c8479e
თელარა გელანტია
12.05.23 15:41
753
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის აზრით, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების და 2019 წელს დაწესებული ავიაემბარგოს მოხსნის ეკონომიური ეფექტის პროგნოზირება რთულია.

ამის შესახებ არჩილ მესტვირიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელიც პროგნოზირებას ართულებს.

„2019 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ავიაემბარგო დაუწესა, განსხვავებული სიტუაცია იყო. ტურიზმისთვის ყველაზე შემოსავლიანი იყო რუსეთიდან ავიაგზით შემოსული ტურისტი და მაშინ ავიაემბარგომ, ჩვენი შეფასებით, 300 მლნ დოლარის დანაკლისი გამოიწვია.

ეს გადაწყვეტილება მაშინ მოკლე ვადაში იქნა მიღებული და შესაბამისად, სიურპრიზი იყო ჩვენი ტურისტული სექტორისთვის და შეიძლება, ბიზნესმა სწრაფად გადაწყობა ვერ მოასწრო, მაგრამ შემდეგ ეს დანაკლისი აღმოიფხვრა.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, დღეს ცოტა რთულია პროგნოზის გაკეთება. არ ვიცი, რამდენად აქვს ტურიზმის რესურსი რუსეთს, განსხვავებით 2019 წლისა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ახლა რუსეთშიც განსხვავებული სიტუაციაა; ასევე, ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი სანქციებთანაა დაკავშირებული და ამ მხრივაც ბევრი გაურკვევლობაა.

ამდენად, პროგნოზის გაკეთება, რა შედეგი ექნება ავიაემბარგოს მოხსნას ეკონომიკისთვის, რთულია“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები