მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმა „საპარტნიორო ფონდში“

BM.GE
26.04.23 12:00
197
პარლამენტმა „საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შესახებ“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ორგანიზაციას სახელი ეცვლება და მას “საქართველოს განვითარების ფონდი” ეწოდება. როგორც ცნობილია, 2017 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, საპარტნიორო ფონდს რეფორმირებამდე ახალი პროექტების დაფინანსება აეკრძალა და რამდენიმე წელია, ამ მხრივ ის, ფაქტობრივად, უმოქმედო იყო. ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ კითხვას წარმოადგენდა - რა იქნებოდა რეფორმირებული ფონდის დაფინანსების წყარო. კანონპროექტში ამ მხრივ არაფერი იცვლება, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ დაადასტურა, რომ რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი არც ამჯერად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. უცვლელად გადადის ფონდის დაფინანსების შესახებ არსებული მუხლები. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები