მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რეგიონებში გენგეგმების აღსრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს” - არქიტექტორი

6405ff83f1b00
ანუკა ჯოხაძე
07.03.23 11:48
801
საქართველოს მასშტაბით ხშირად არის შემთხვევები, როცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი დროში ჭიანურდება. თუმცა როგორც ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები ამბობენ, პრობლემაა უკვე მიღებული გენგეგმების დამტკიცებაც.

როგორც კომპანია "არტ სტუდიო პროჯექტის" დამფუძნებელი ამბობს, რეგიონებში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ გენგეგმით დადგენილი სტანდარტების დაცვა მოხდეს.

“აღსრულებას აქვს პრობლემები. ეს პრობლემები მომდინარეობს კადრების სიმწირიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. საერთოდაც ფართოდ თუ შევხედავთ, დოკუმენტის აღსრულების პოლიტიკური ნებაც არ არსებობს.

თუმცა მხოლოდ ნებაც არ არის საკმარისი, თუ არ არსებობს კადრები აღმასრულებელ ორგანოში, მუნიციპალიტეტებში, რომლებიც უშუალოდ უნდა ატარებდნენ ამ პოლიტიკას", - აცხადებს კომპანია "არტ სტუდიო პროჯექტის" დამფუძნებელი გიორგი სულაბერიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ კომპანია "არტ სტუდიო პროჯექტის" დამფუძნებელი ამბობდა, რომ ბახმაროში, გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ 5000 კოტეჯი აშენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები